logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: სევდიანია როცა ყოფილი პრეზიდენტი თავის მხარდამჭერებს აიძულებს მის გამო მსხვერპლშეწირვაზე წავიდნენ
- +

26 დეკემბერი. 2021. 20:22

 

„შანტაჟზე მეტად სევდიანია ეს ამბავი, როცა ყოფილი პრეზიდენტი თავის მხარდამჭერებს აიძულებს მის გამო რაღაც მსხვერპლშეწირვაზე წავიდნენ“, - ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „იმედის კვირაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომლის გამოც მხარდამჭერები შიმშილობენ, ხშირად ადარებს თავს ისტორიულ ფიგურებს.

 

„მიხეილ სააკაშვილი ხშირად ადარებს თავს ისტორიულ პერსონებს - მაგალითად, მაჰათმა განდის შეადარა გუშინ თავისი თავი, მანამდე მაკედონელის, ნაპოლეონის ჩათვლით ყველასთან აქვს პარალელი გავლებული. თუმცა ერთადერთი ისტორიული პარალელი, რაც მასთან დაკავშირებით ყველაზე მკაფიოდ მახსენდება, არის ამერიკელი სექტის „სახალხო ტაძრის სექტის“ დამფუძნებელი ჯიმი ჯონსი, რომელიც ერთდროულად აცხადებდა რომ იყო ქრისტე და ლენინი. მან წაიყვანა თავისი სექტის წევრები ჯუნგლებში, დააარსა სოფელი და მასობრივი თვითმკვლელობის რევოლუციური აქტი ჩაატარებინა, 911 ადამიანის ტრაგედიამდე მიიყვანა თავისი აქტივისტები. ასეთ ფსიქო-განწყობების ადამიანთან გვაქვს ამჯერად საქმე“, - ამბობს დავითულიანი.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner