logo_geo
eng_logo
ლევან მგალობლიშვილი: ტვ პირველის ბრალდებასთან დაკავშირებით, მსურს განვმარტო, რომ აღნიშნული ტერიტორია წლებია იჯარით არის გაცემული, შესაბამისად, იქ მიმდინარე ბიზნეს საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს
- +

26 დეკემბერი. 2021. 20:39

 

„აღნიშნული ტელეკომპანია, ამჯერად ჩემ შესახებ, სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს, არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაყენოს ზიანი, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნის რეპუტაციაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.

 

სწორედ ამიტომ, მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩემი ბიზნესსაქმიანობა დღევანდელ ჩემს პოზიციებთან არანაირ კავშირში არ არის!“ - ასე ეხმიანება ტელეკომპანია პირველის მიერ მომზადებულ სიუჟეტს უმრავლესობის წევრი ლევან მგალობლიშვილი.

 

მგალობლიშვილი ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.

 

მისი განმართებით, აღნიშნული ფართი იჯარით არის გაცემული და იქ მიმდინარე ბიზნესსაქმიანობასთან დეპუტატს არანაირი კავშირი არ გააჩნია.

 

„ბოლო რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია ტვ პირველი , რომლის სარედაქციო პოლიტიკა კონკრეტული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებთან სრულ თანხვედრაშია, თავდაუზოგავად ცდილობს ჩემი, როგორც დეპუტატის, იმიჯის შელახვას!

 

აღნიშნული ტელეკომპანია, ამჯერად ჩემ შესახებ, სიცრუის ტირაჟირებით ცდილობს, არა მხოლოდ მე, არამედ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაყენოს ზიანი, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნის რეპუტაციაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება.

 

სწორედ ამიტომ, მსურს, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ჩემი ბიზნესსაქმიანობა დღევანდელ ჩემს პოზიციებთან არანაირ კავშირში არ არის! ამაში დამეთანხმება ყველა, ვინც მიცნობს და ვისთვისაც ჩემი წარსულის შესახებ ცნობილია!

 

რაც შეეხება „ტვ პირველის“ ეთერით გასულ სიუჟეტში გაჟღერებულ ბრალდებას, რომელიც ჩემს საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ ფართში მიმდინარე ბიზნესსაქმიანობას ეხება, მსურს მკაფიოდ განვმარტო, რომ აღნიშნული ტერიტორია უკვე წლებია იჯარით არის გაცემული, შესაბამისად, იქ მიმდინარე ბიზნეს საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მეტიც, შრომის ინსპექციას აღნიშნული ფართი გარკვეული პერიოდის მანძილზე დალუქული და დაჯარიმებული ჰქონდა.

 

დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ ტყუილებზე დაფუძნებული პროპაგანდა ამჯერადაც ისე დასრულდება, როგორც მისი ყველა წინამორბედი და „ტვ პირველი“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ნაცვლად, რეალურად, მოსახლეობას კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ვიწროპოლიტიკური ინტერესების გატარების მიზნით, არც არანაირ ტყუილს და არც მის აქტიურ ტირაჟირებას არ ერიდება.

 

ჩემი ინტერესია, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მინიმალური სპეკულაციის შესაძლებლობაც კი არავის გააჩნდეს. სწორედ ამიტომ, „ტვ პირველის“ წინააღმდეგ აუცილებლად მივმართავ სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის“, - წერს facebook-ზე ლევან მგალობლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner