logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ თემურ ალასანიას ჩამოსვლას ყველა ელოდებოდა, როგორც ჩანს, მათ მძიმე და სასტიკი საყვედურები მიიღეს
- +

26 დეკემბერი. 2021. 20:43

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თემურ ალასანიას ჩამოსვლას ყველა ელოდებოდა. როგორც ჩანს, მათ მძიმე და სასტიკი საყვედურები მიიღეს“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, სავარაუდოდ, თემურ ალასანიას მხრიდან იქნებოდა კითხვები, თუ რატომ არ შედგა 2 ოქტომბრის რევოლუცია.

 

„თემურ ალასანიას ჩამოსვლას ელოდებოდა ყველა, რომ გაეგოთ როგორ გაგრძელდებოდა დაფინანსება; როგორი იქნებოდა დირექტივები, როგორ ემოქმედათ და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, მათ მიიღეს მძიმე და სასტიკი საყვედურები ალასანიას მხრიდან - რატომ არის სააკაშვილი ციხეში, რატომ ვერ მოახერხეს მისი ციხიდან გამოხსნა. ისევე, როგორც ყველაზე მეტი კითხვა იქნებოდა დასმული, რატომ არ შედგა 2 ოქტომბრის რევოლუცია და რატომ ჩამოიტყუეს სააკაშვილი“, - განაცხადა ბოჟაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner