„ნაციონალურ მოძრაობაში“ თემურ ალასანიას ჩამოსვლას ყველა ელოდებოდა. როგორც ჩანს, მათ მძიმე და სასტიკი საყვედურები მიიღეს“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, თემურ ალასანიას მხრიდან იქნებოდა კითხვები, თუ რატომ არ შედგა 2 ოქტომბრის რევოლუცია.
„თემურ ალასანიას ჩამოსვლას ელოდებოდა ყველა, რომ გაეგოთ როგორ გაგრძელდებოდა დაფინანსება; როგორი იქნებოდა დირექტივები, როგორ ემოქმედათ და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, მათ მიიღეს მძიმე და სასტიკი საყვედურები ალასანიას მხრიდან - რატომ არის სააკაშვილი ციხეში, რატომ ვერ მოახერხეს მისი ციხიდან გამოხსნა. ისევე, როგორც ყველაზე მეტი კითხვა იქნებოდა დასმული, რატომ არ შედგა 2 ოქტომბრის რევოლუცია და რატომ ჩამოიტყუეს სააკაშვილი“, - განაცხადა ბოჟაძემ.