„პრეზიდენტის მრჩეველები ანა დოლიძე და კახა კოჟორიძე მოუწოდებენ მარგველაშვილს არ დანიშნოს რეფერენდუმი საკითხზე რომელიც ეხება კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ახალი ჩანაწერის განსაზღვრების გაჩენას", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„როგორც ჩემთვის ახლახანს გახდა ცნობილი, ,,რესპუბლიკური პარტია'', ნაცმოძრაობის მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, პრეზიდენტის მრჩეველები ანა დოლიძე და კახა კოჟორიძე მოუწოდებენ მარგველაშვილს არ დანიშნოს რეფერენდუმი საკითხზე, რომელიც ეხება კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ახალი ჩანაწერის განსაზღვრების გაჩენას. კერძოდ იმას, რომ: ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთობა.
რეფერენდუმის მოწინაღმდეგენი იშველიებენ კონსტიტუციის 74-ე მუხლის მეორე ნაწილს სადაც აღნიშნულია:
,,არ შეიძლება რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად, ამნისტიისა და შეწყალების გამო, საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ, აგრეთვე ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავენ ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.''
თუ მარგველაშვილი არ გაითვალისწინებს 225 000 ხელმოწერის და მათ უკან მდგომი კიდევ ასეულ ათასობით ქართველი ადამიანის ნებას, ხელმომწერებიც და სრულიად საქართველო დაიწყებს აქციებს პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნით. ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიძირკვოს ფსევდოლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგია და სახელმწიფო მმართველობას უნდა ჩამოცილდეს მსგავსი იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები", - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.