თამარ ზაალიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში 10 ივლისს გასული სიუჟეტის დეტალებს პირველად „იმედის კვირასთან“ განმარტავს. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულ დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა. ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.
„ცრუ ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნულ პირებს ამოძრავებდათ მხოლოდ მათი სუბიექტური, მათ შორის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და ჰქონდათ ერთადერთი მიზანი - კერძოდ, ჩემი და განსაკუთრებით, ჩემი ვაჟის, პარტია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ჩემი პრინციპული დამოკიდებულებაა, რომ ყოველ ასეთ ქმედებას გაეცეს შესაბამისი პასუხი, ვინაიდან სიცრუის გავრცელება ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს, არამედ ზიანი ადგება მთლიანად საზოგადოებას“, - აცხადებს ზაალიშვილი.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და მისი, როგორც უფროსის მოადგილის კომპეტენციაში დიპლომების სიყალბის დადგენა საერთოდ არ შედიოდა.