logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს ორმხრივი - შეუძლებელია, პოლარიზაცია შეამცირო მხოლოდ შენი პოზიტიური ნაბიჯებით
- +

26 დეკემბერი. 2021. 22:03

 

„ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს ორმხრივი. შეუძლებელია, პოლარიზაცია შენ შეამცირო მხოლოდ შენი პოზიტიური ნაბიჯებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 19 აპრილის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამოსვლამდე „ქართულ ოცნებას“ ვალდებულებების უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებული ჰქონდა. მდინარაძემ ისაუბრა, კონკრეტულად თუ რა შეასრულეს მათ.

 

„სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა პრაქტიკულად, ამ შეთანხმების შედეგად დავასრულეთ. ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილიც მაშინ შევასრულეთ და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული დაპირებები. ძალიან დიდი, მასშტაბური და სრულფასოვანი საარჩევნო რეფორმა გავატარეთ. ვალდებულებების შესრულება უნდა იყოს ორმხრივი. შეუძლებელია პოლარიზაცია შენ შეამცირო, მხოლოდ შენი პოზიტიური ნაბიჯებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner