„2009 წლის მარტში, მასმედიის საშუალებით გახმაურდა, რომ მასაჟისტის მომსახურეობის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯებიდან. მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა გეგმა, რომ მისი პირადი ფუფუნებისა და კომფორტის ხარჯები გამხდარიყო ფარული და საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომელი“, - ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ხარჯების დასამალად სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შეარჩია. მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულებები და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან და სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი ასიგნებებიდან თანხები გადაიტანა სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასიგნებებზე. ამ სქემით მას შეეძლო თანხების შეუზღუდავად ხარჯვა“, - განაცხადა პროკურორმა გადაცემაში.