თურქეთში აფეთქების შედეგად 6 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ნაღმი ბინგოლის რაიონში გზატკეცილზე იყო დამონტაჟებული და მაშინ აფეთქდა, როდესაც გზაზე პოლიციის მანქანა გადაადგილდებოდა.
დაჭრილები საავამდყოფოში გადაიყვანეს, მათგან სამის მდგომაროება კრიტიკულია. მომხდარზე პასუხიმგებლობა არავის აუღია, თუმცა როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, თავდასხმა სავარაუდოდ ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა მოაწყვეს.