ბელგიაში, ბრიუსელში, კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად, კინოინდუსტრიის, კულტურისა და გართობის სფეროში მოღვაწე მოქალაქეებმა მრავალათასიანი მიტინგი ჩაატარეს.
მიტინგზე დემონსტრანტებს მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა პლაკატი, წარწერებით -„შოუ უნდა გაგრძელდეს“, „არ იქნება კულტურა, არ იქნება მომავალი“.
5000-მა მანიფესტანტმა კოვიდრეგულაციები გააპროტესტა და მთავრობა კულტურის სფეროს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. მათი თქმით, სამეცნიერო საბჭოზე, საბჭოს არცერთ წევრს არ გაუცია მთავრობისთვის რეკომენდაცია - კულტურისა და გასართობი ინდუსტრიის ობიექტების დახურვის თაობაზე, რაც მთავრობამ, დემონსტრანტების თქმით, უგულებელყო და მკაცრი შეზღუდვები მაინც დააწესა.
შეგახსენებთ, რომ ბელგიაში, „ომიკრონის“ ახლად აღმოჩენილი შტამის სწრაფი გავრცელების გამო, დახურულ სივრცეებში ყველა სახის ღონისძიება და აქტივობა აკრძალულია.