logo_geo
eng_logo
ბელგიაში კულტურის მუშაკები მთავრობის კოვიდრეგულაციებს აპროტესტებენ
- +

27 დეკემბერი. 2021. 11:58

 

 

ბელგიაში, ბრიუსელში, კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად, კინოინდუსტრიის, კულტურისა და გართობის სფეროში მოღვაწე მოქალაქეებმა  მრავალათასიანი მიტინგი ჩაატარეს.

 

მიტინგზე დემონსტრანტებს მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა პლაკატი, წარწერებით -„შოუ უნდა გაგრძელდეს“, „არ იქნება კულტურა, არ იქნება მომავალი“.

 

5000-მა მანიფესტანტმა კოვიდრეგულაციები გააპროტესტა და  მთავრობა კულტურის სფეროს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. მათი თქმით, სამეცნიერო საბჭოზე, საბჭოს არცერთ წევრს არ გაუცია  მთავრობისთვის რეკომენდაცია - კულტურისა და გასართობი ინდუსტრიის ობიექტების დახურვის თაობაზე, რაც მთავრობამ, დემონსტრანტების თქმით, უგულებელყო და მკაცრი შეზღუდვები მაინც დააწესა. 

 

შეგახსენებთ, რომ ბელგიაში, „ომიკრონის“ ახლად აღმოჩენილი შტამის სწრაფი გავრცელების გამო, დახურულ სივრცეებში ყველა სახის ღონისძიება და აქტივობა აკრძალულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner