logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რა გააკეთა ავღანეთში ელჩობის დროს ამ პიჟონმა, რა შემოსავალი მოუტანა საქართველოს?
- +

27 დეკემბერი. 2021. 12:28

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ტვ პირველის“ გადაცემა „პოლიტიკური პარასკევის“ წამყვან ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

„აი, ახლა მომეშალა ნერვები:

 

ეს ბუკა რომ ზის „ტვ პირველში“ და მეუღლესთან ერთად წუხს, გაჭირვებულ ადამიანებს სახელმწიფო არ ეხმარება და სად მიდის ის ფულიო, გეტყვით, სად მიდის:

 

ვიკიპედიაში წერია, რომ ეს ბუკა იყო ელჩი 2004-დან 2009-მდე თურქმენეთში და ავღანეთში.

 

შემდეგ იყო  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

 

ამ თანამდებობებზე ამ პიროვნებას ჰქონდა საკმაოდ მსუყე ანაზღაურება.

 

რა გააკეთა ავღანეთში ელჩობის დროს ამ პიჟონმა, რომელიც სუფთა ვორობიანინოვია (100% დარწმუნებული ვარ, არც მან და არც მისმა მეუღლემ არ იციან, ვორობიანინოვი ვინ არის), რა შემოსავალი მოუტანა საქართველოს?

 

ხელისუფლებას მივმართავ - კეთილი ინებეთ და გარე მოვაჭრეებს რომ დასდევთ კამპანიურად, ასეთ თაღლითებს დაუთვალეთ შესრულებული სამუშაო და მიღებული ანაზღაურება.

 

დაჭერა არა, მაგრამ სხვაობა უნდა გადაიხადოს“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner