logo_geo
eng_logo
ქობულეთში ხანძრით დაზარალებულ ჯინჭარაძეების ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება
- +

27 დეკემბერი. 2021. 12:36

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ჯინჭარაძეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

 

აჭარის მთავრობა ოჯახს სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება. 2022 წლიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაცია 15 ათასიდან 20 ათას ლარამდე იზრდება და ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაზრდილ კონპენსაციას მიიღებს.

 

თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, რომან ჯინჭარაძეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება,  სრულად დაუფინანსდება კვლევისა და ოპერაციის საფასური.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროა საბინაო ფონდის შექმნა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში  სოციალური სახლის მშენებლობის დროული დაწყება.

 

ჯინჭარაძეების ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უზრუნველყოფილი იქნება ქირით და პირველადი საჭიროების ნივთებით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner