გორში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა კომბინატის დასახლებაში გამთენიისას მოხდა.
მეზობელმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლა. დაჭრილია კიდევ ერთ ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევა ნაცნობებს შორის ყოფით ნიადაგზე, წინა დღით მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.