logo_geo
eng_logo
ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა
- +

27 დეკემბერი. 2021. 13:30

 

 

ბრალდებულმა აკო ჭელიძემ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა.

 

„ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, მაგრამ არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე აკო ჭელიძემ.

 

მეორე ბრალდებული, გიორკი კავილაძე კი წარდგენილი ორი ბრალდებიდან არც ერთში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

 

ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად 18 სექტემბერს გამოაცხადა. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

 

20 სექტემბერს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner