logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: საბჭოთა აზროვნებით გაჯერებულ ფსევდოებს შევახსენებ, რომ ჯანდაცვის მინისტრობისთვის არაა აუცილებელი სამედიცინო განათლება
- +

27 დეკემბერი. 2021. 13:53

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ გამოხმაურებებს აფასებს და ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრობისთვის სამედიცინო განათლება აუცილებელი არ არის.

 

მისი თქმით,  ევროპაში მინისტრებად ინიშნებიან გამოცდილი მენეჯერები და პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად იცნობენ მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს.

 

„თვითმარქვია ექსპერტებმა, პოლიტიკანებმა და „ჟურნალისტებმა“ მორიგი ყალბი Facebook-ისტერია ატეხეს ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვის მინისტრად წარდგენაზე.

 

საბჭოთა აზროვნებით გაჯერებულ ფსევდოებს შევახსენებ, რომ ჯანდაცვის მინისტრობისთვის არაა აუცილებელი სამედიცინო განათლება. ევროპაში მინისტრებად ინიშნებიან გამოცდილი მენეჯერები და პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად იცნობენ მმართველი პარტიის პოლიტიკურ კურსს.

 

გადავხედოთ თუნდაც ბრიტანეთის ბოლო ათწლეულების ჯანდაცვის მინისტრებს. თითქმის არცერთია ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტი ანდა მედიკოსი. მეტიც, ხსენებულ პოსტზე დანიშვნამდე ანდა მის შემდეგ იყვნენ სხვა, რადიკალურად განსხვავებული დარგობრივი მინისტრები (თავდაცვის, განათლების, იუსტიციის, ეკონომიკის და ა.შ.)

სირცხვილია, როცა ვინმეს აქვს პრეტენზია კომენტარები აკეთოს პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკის ელემენტარულიც კი არ იცის და მუდმივად ტრაგიკომიკური, ბრიყვული შეფასებები აქვს და არარეალური პროგნოზები!“ - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner