logo_geo
eng_logo
თურქეთის ეკონომიკა 100 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდა
- +

2 აგვისტო. 2016. 17:06



BBC-ის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო თურქეთის ეკონომიკა 100 მილიარდი აშშ დოლარით დაზარალდა.

საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრმა ბულენთ ტუფენქჩიმ განაცხადა,  რომ  სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ თურქეთში მუშაობაზე უარი თქვა. მომხდარმა მოვლენებმა ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა პოტენციურ უცხოელ ინვესტორებზე.

„პუტჩის მონაწილეებმა თურქეთი მესამე სამყაროს ქვეყნად აქციეს", - განაცხადა მინისტრმა.

ბულენთ ტუფენქჩიმ აქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადახედვას არ საჭიროებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner