logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ისე, მინისტრებად რომ ნიშნავდნენ წინა ხელისუფლების დროს, რომელს ჰქონდა გამოცდილება ან განათლება?!
- +

27 დეკემბერი. 2021. 13:55

 

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილის დანიშვნას ეხმაურება.

 

მისი თქმით, მინისტრის პორტფელისა და პოლიტიკური თანამდებობისთვის მმართველი ხელისუფლება მენეჯერული თვისებებით მქონე პიროვნებას წარადგენს.

 

„ოპოზიციას რომ ჰკითხო, მინისტრის გარეშე დარჩება აღმასრულებელი ხელისუფლება, ისე, მინისტრებად რომ ნიშნავდნენ წინა ხელისუფლების დროს, რომელს ჰქონდა გამოცდილება ან განათლება?! მაინცდამაინც თუ გაინტერესებთ, და თან პროდასავლურობას აწვებით (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობთ!), მგონი, უნდა იცოდეთ, მინისტრის პორტფელისა და პოლიტიკური თანამდებობისთვის მმართველი ხელისუფლება წარადგენს მენეჯერული თვისებებით მქონე პიროვნებას.

 

კიდევ კარგი, ოპოზიცია არ არის ხელისუფლებაში (ესენი კიდევ დიდხანს ვერ იქნებიან!), თორემ რა ჩრდილოვანი კაბინეტი ჩამოაყალიბეს, გვახსოვს ალბათ. ასე რომ, უფრო ნორმალურ და არგუმენტირებულ მოსაზრებებს თუ მოიტანენ შემდგომისთვის, უკეთესი იქნება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner