logo_geo
eng_logo
აუცრელებისთვის კლინიკაში მოხვედრის რისკი 60-ჯერ მეტია - ახალი კვლევა ბრიტანეთიდან, სადაც ომიკრონის შემთხვევები რეკორდულად იზრდება
- +

27 დეკემბერი. 2021. 14:41

 

 

ბევრი ქვეყნის ხელისუფლება მიმართავს მოსახლეობას, რაც შეიძლება სწრაფად გაიკეთონ ბუსტერდოზა, რათა ომიკრონის წინააღმდეგ დაცული იყვნენ. თუმცა, რა ხდება აუცრელების შემთხვევაში? - ახალი კვლევა აჩვენებს, რა შანსი აქვთ  მათ, ვირუსს გადაურჩნენ. 

 

ბრიტანეთის ინტენსიური თერაპიის ეროვნული აუდიტისა და კვლევითი ცენტრის (INCARC) ინფორმაციით, თუ არ ხართ ვაქცინირებული, შანსი იმის, რომ ინტენსიური თერაპიის პალატაში მოხვდეთ კოვიდით დაინფიცირების შემთხვევაში, 60-ჯერ მეტია.

 

აცრილ და აუცრელ პაციენტებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 60-69 წლის ასაკობრივ ჯგუფშია, თუმცა კლინიკებში მოთავსებული ვაქცინირებული პაციენტების რაოდენობა ყველა ასაკში ბევრად ნაკლებია, ვიდრე აუცრელების. 

 

40-დან 50 წლამდე კოვიდინფიცირებულებში, აუცრელი პაციენტები 13-ჯერ მეტია, ვიდრე აცრილები, 30-დან 39 წლამდე ასაკის კატეგორიაში კი 12.5-ჯერ მეტი არავაქცინირებული მოხვდა კლინიკაში. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner