logo_geo
eng_logo
კორონავირუსი სასუნთქი გზებიდან შესაძლოა, გულზე, ტვინზე და ყველა ორგანოზე გავრცელდეს, სადაც თვეების განმავლობაში დარჩება - აშშ-ის ახალი კვლევა
- +

27 დეკემბერი. 2021. 15:17

 

 

კორონავირუსი, რომელიც Covid-19-ს იწვევს, შესაძლოა, რამდენიმე დღეში სასუნთქი გზებიდან გულზე, ტვინსა და ყველა ორგანოზე გავრცელდეს, სადაც თვეების განმავლობაში დარჩება - ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პათოგენს რესპირატორული ტრაქტის მიღმაც შეუძლია უჯრედებში გამრავლება. ეს  შესაძლოა, იყოს  იმის ახსნა, რატომ გრძელდება პოსტკოვიდური მდგომარეობა დიდი ხნის განმავლობაში. 

 

ეს არის შესანიშნავი ნაშრომი. ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, გაგვერკვია, რატომ აზიანებდა ამდენ ორგანოს ხანგრძლივი კოვიდი. კვლევა ბევრ რამეს ჰფენს ნათელს და შესაძლოა, იმასაც განმარტავდეს, რატომ აქვთ ხანგრძლივი პოსტკოვიდური მდგომარეობა იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანა  ან სიმპტომები სულ არ ჰქონია“, - განაცხადა კლინიკური ეპიდემიოლოგიური ცენტრის დირექტორმა ზიად ალ-ალიმ

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner