„გამაოგნებელია პრეზიდენტის პოზიცია, ერთი ხელით კობა დავითაშვილს აჯილდოებს, როგორც რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლსა და მსხვერპლს, მეორე ხელით ხელს უწვდის კობას მკვლელებსა და ჯალათებს - მოდით შევრიგდეთო“, - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
ნანა კაკაბაძის თქმით, პრეზიდენტმა ვერ განმარტა, რას ნიშნავს მისეული შეთანხმება და რა მოლოდინები აქვს ამ შეთანხმებისგან:
„გამაოგნებელია პრეზიდენტის პოზიცია, ერთი ხელით კობა დავითაშვილს აჯილდოებს, როგორც რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლსა და მსხვერპლს, მეორე ხელით ხელს უწვდის კობას მკვლელებსა და ჯალათებს - მოდით, შევრიგდეთო. ქალბატონმა სალომემ, ასევე, ვერ განმარტა, რას ნიშნავს მისეული შეთანხმება, ვერც ის განმარტა, რას ელის ამ „შეთანხმებისგან“. ღმერთო, რა გვჭირს ნეტავ, დაწყევლილია პრეზიდენტის სავარძელი?“ - წერს ნანა კაკაბაძე.