logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: დაგიმტკიცებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქურდების პარტია იყო
- +

2 აგვისტო. 2016. 17:20



პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარემ ზვიად ჩიტიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ისაუბრა. ჩიტიშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობას" პოლიტიკაში არსებობის უფლება არ აქვს.


როგორც ჩიტიშვილმა აღნიშნა, ტრისტან წითელაშვილი არის მათი პარტიის მთავარი საბჭოს წევრი.


„ჩვენ ვეთანხმებით ტრისტან წითელაშვილს. ყველაფერი რასაც იტყვის და უთქვამს არის სიმართლე.

 

ჩვენ დაგიმტკიცებთ სააკაშვილის რეჟიმის დროს რამდენი ფულია მოპარული. ჩვენ განახებთ ოფშორიდან რამდენი ფირმა აქვს შექმნილი და რამდენი ფული აქვს ქვეყნიდან გატანილი, რომლებიც დევნილებს, პენსიონერებს და ბავშვებს უნდა მოხმარებოდათ.

 

დაგიმტკიცებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქურდების პარტია იყო. ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. დაგარწმუნებთ, რომ ნაციონალებს არ აქვთ პოლიტიკაში არსებობის უფელება.

 

ტრისტან წითელაშვილი არის ჩვენი პარტიის მთავარი საბჭოს წევრი",- განაცხადა ჩიტიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner