logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გამიჯვნა სწორედ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხდება
- +

27 დეკემბერი. 2021. 17:46

 

 

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნქციების გამიჯვნა სწორედ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, შესაბამისად, უფრო მეტი დამოუკიდებლობის სტანდარტით ორი დამოუკიდებელი უწყება შეიქმნება.

 

„საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ერთი უწყების ქვეშ ერთდროულად, პერსონალური მონაცემების დაცვა და ცალკეულ შემთხვევებზე საგამოძიებო ღონისძიებების გატარება ფუნქციების აღრევასა და ინტერესთა კონფლიქტს იწვევს. შესაბამისად, აღნიშნულ ინიციატივაში ფუნქციები ზუსტად საერთაშორისო სტანდარტით იმიჯნება და უფრო მეტი დამოუკიდებლობის სტანდარტით იქმნება ორი დამოუკიდებელი უწყება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი დაინიცირდა.

 

ლონდა თოლორაიამ დღეს არ უპასუხა კითხვას, თუ ვინ გადასცა მას კანონპროექტი, რომელიც ამჟამად მხოლოდ პარლამენტის ბიუროს წევრებს აქვთ დაგზავნილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner