logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რა შედეგი მოიტანა მარგველაშვილის და სააკაშვილის შეხვედრამ? - არაფერი!
- +

27 დეკემბერი. 2021. 18:36

 

 

ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ახლა ცოტა სერიოზულად.

 

„ცოტა სერიოზულად“ იმიტომ, რომ არ შეიძლება, სააკაშვილისა და მარგველაშვილის შეხვედრა რაიმე სერიოზულ კონტექსტში განიხილო.

 

კარგი, შეხვდნენ და შეხვდნენ. და რა?

 

რომელიმე ნაცტელევიზიის ჟჟუურრრნნალისტი ხომ არ ვართ, ქოშინით, დაპრაწული თვალებით და დაააძაბული ინტონაციით განვიხილოთ ეს სისულელე?

 

რა შედეგი დადგა ან რას ელოდებოდა მარგველაშვილი?

 

სწორედაც მარგველაშვილი, თორემ სააკაშვილი მარტოა და რაღაცით გართობა სჭირდება. ცნობილია, რომ მარტოობისგან გაწამებულმა ვიღაც პატიმარმა ვირთხა მოიშინაურა. სააკაშვილს მოშინაურებული ვირთხები არ აკლია, მაგრამ მარგველაშვილი სხვა შემთხვევაა.

 

საინტერესოა, რა ქნა მარგველაშვილმა იმ განცხადებით, რომ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია?

 

რა, ამერიკის საზღვაო ფლოტი ლიახვში შემოვიდა, თუ რემბო და კომანდო შეიჭრნენ გორის ჰოსპიტლის ტერიტორიაზე?

 

ხომ ვხედავთ, რომ ერთი ევროკავშირული შეშფოთებაც არ გახმიანებულა და არ გახმიანებულა იმიტომ, რომ სააკაშვილი თავისი დანაშაულების და თავისი გარემოცვის საქმეების პატიმარია. მხოლოდ და მხოლოდ თავისი დანაშაულების და გარემოცვის პატიმარი.

 

ისევ დავსვამ შეკითხვას - რა შედეგი მოიტანა მარგველაშვილის და სააკაშვილის შეხვედრამ? (შეხვედრამ, თორე ეგეც პატრის ლუმუმბას და სალვადორე ალიენდეს შეხვედრა არ იყოს. ელენე ხოშტარიასთან ბოდიში).

 

არაფერი.

 

აბსოლუტურად არაფერი იმის გარდა, რომ მარგველაშვილი ტელევიზორში რამდენჯერმე გამოჩნდა.

ეგაა და ეგ“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner