logo_geo
eng_logo
თბილისის მერია 2022 წელს სესხის საშუალებით სატრანსპორტო და ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გეგმავს
- +

27 დეკემბერი. 2021. 18:40

 

 

„თბილისის მუნიციპალიტეტი სესხის საშუალებით ტრანსპორტის შესყიდვას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ნარჩენების მიმართულების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და დიღმის ჭალებში პარკის მოწყობას გეგმავს“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.

 

„სესხების ნაწილს რაც შეეხება, 100 მლნ ლარი მოხმარდება მეტროს ვაგონების შესყიდვას, 60 მლნ ლარი - ახალი ავტობაზების მშენებლობას, 20 მლნ ლარი - პირველი და მეორე ავტობაზის რეაბილიტაციას, 20 მილიონი ლარი გამოყოფილია ჭკვიანი შუქნიშნების პროექტისთვის, 30 მლნ - ნარჩენების მიმართულებით ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, 8 მლნ ლარი - დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner