„ტყუილია, რომ ოპოზიციას ინსპექტორის ბედი აღელვებს - სიმართლეა, რომ ისინი ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ გავრცელებულ რამდენიმე ცრუ ინფორმაციას.
„მოკლედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ
1 - ტყუილია, რომ სამსახური უქმდება - სიმართლეა, რომ სამსახური იყოფა.
2 - ტყუილია, რომ ინსპექტორის ფუნქციები იკვეცება - სიმართლეა, რომ ინსპექტორის ფუნქციები ფართოვდება და მას ემატება ქვემდებარე სისხლის სამართლის მუხლები.
3 - ტყუილია, რომ თანამშრომლები რჩებიან უსამსახუროდ - სიმართლეა, რომ ყველა თანამშრომელი გადანაწილდება ორივე ახლად შექმნილ უწყებაში.
4 - ტყუილია, რომ ვინმე ლონდა თოლორაიას ებრძვის - სიმართლეა, რომ მას შეუძლია ახლად შექმნილ ან ერთ, ან მეორე სამსახურში უფროსის თანამდებობის დაკავება.
5 - ტყუილია, რომ სააკაშვილის საქმის გამო იყოფა ინსპექტორის სამსახური - სიმართლეა, რომ სააკაშვილის გამოძიება სრულიად შესაძლებელია დასრულდეს პირველ მარტამდე, იქამდე ინსპექტორის სამსახური იფუნქციონირებს.
6 - ტყუილია, რომ ქართულ ენჯეოებს ინსპექტორის ბედი აღელვებთ - სიმართლეა, რომ ისინი ფარისევლები არიან. ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას.
7 - ტყუილია, რომ ოპოზიციას ინსპექტორის ბედი აღელვებს - სიმართლეა, რომ ისინი ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას.
არის კითხვები?“- წერს ზურაბ ქადაგიძე.