logo_geo
eng_logo
რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
- +

27 დეკემბერი. 2021. 19:24

 

 

„დარიალის ხეობაში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, რადგან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები რთული მეტეოროლოგიურ ვითარების თავიდან ასაცილებლად საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის სწორედ „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს ირჩევენ.

 

აღნიშნული პუნქტის გავლით, ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება მიმდინარეობს. 26 დეკემბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა (თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირდა და 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება შეძლეს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგრძნობლად გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს სრული დატვირთვით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან სრული კოორდინაციით ხდება საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი ავტომობილების უსაფრთხო გატარების პროცესის მონიტორინგი.

 

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვითარების შესახებ, ინფორმაციას შემოსავლების სამსახური მუდმივად მიაწვდის საზოგადოებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner