logo_geo
eng_logo
ზაზა თავაძე: ელჩებს ჩვენი ხედვა და მოსაზრებები გავუზიარეთ
- +

2 აგვისტო. 2016. 17:28


 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დიპლომატიურ კორპუსს სასტუმრო Holiday Inn-ში შეხვდნენ. როგორც ზაზა თავაძემ ჟურნალისტებს განუცხადა შეხვედრის მიზანი  დიპლომატიური კორპუსისთვის მოსაზრების გაზიარება იყო.



„შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ჩვენ  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ვესაუბეთ იმწერილთან დაკავშირებით, რომელიც თავმჯდომარეს გავუგზავნეთ.

 

ეს წერილი გათვალისწინებული იყო შიდა მოხმარებისათვის.გასაგებია საზოგადეობის ინტერესი, მაგრამ სასამართლოს პარალიზება არანაირად არ ხდება. არაერთი პროცესი გადადებულა სასამართლოს ფუნქციონირების პროცესში.

 

დიპლომატიურ კორპუსს ჩვენ, ჩვენი ხედვა და მოსაზრებები გავუზიარეთ.  სასამართლოს ნებისმიერ წევრს შეუძლია შეხვდეს ნებისმიერ პირს, იქნება უცხოელი თუ საქართველოს მოქალაქე და ის მოსაზრებები გაუზიაროს რასაც მას აძლევს კანონმდებლობა და არ გაამჟღავნოს თათბირის საიდუმლოება, რაც კანონით არის შეზღუდული და სხვა საკითხები, რისი უფლებაც მათ არ აქვს", - განაცხადა ზაზა თავაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner