logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: მინისტრი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, მენეჯერი, ხალხნო და სულაც არ არის აუცილებელი, კარგად მღეროდნენ, თამაშობდნენ, ან წარმატებულ ოპერაციებს აკეთებდნენ
- +

27 დეკემბერი. 2021. 21:32

 

 

„ოპოზიციას იმიტომ გქვიათ ოპოზიცია, რომ აკრიტიკოთ ხელისუფლების საქმიანობა, მაგრამ ობიექტურობის განცდას ნულს ქვემოთაც ნუ დაიგდებთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

 

„რატომღაც მივეჩვიეთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ექიმი უნდა იყოს, კულტურის - მომღერალი... არადა, მინისტრი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, მენეჯერი, ხალხნო და სულაც არ არის აუცილებელი, კარგად მღეროდნენ, თამაშობდნენ, ან წარმატებულ ოპერაციებს აკეთებდნენ.

 

პირადად არ ვიცნობ ჯანდაცვის ახალი მინისტრის საქმიანობას, მაგრამ როგორც მის ბიოგრაფიაშია აღნიშნული, კარგი მენეჯერული გამოცდილება აქვს, ჰოდა, აცალეთ, აცალეთ! უწყების მართვის დროს სწორი მენეჯერული ხედვაა გადამწყვეტი, თორემ უწყების საჭიროებებს ყველა დაინახავს - თუ „მხედველობა“ აქვს.

 

წინა ორი მინისტრი რომ ექიმები იყვნენ, მათი პირადი კონტაქტები,  ვარცხნილობა და გარეგნობა ამიტომ არ მოგწონდათ?!

 

ოპოზიციას იმიტომ გქვიათ ოპოზიცია, რომ აკრიტიკოთ ხელისუფლების საქმიანობა, მაგრამ ობიექტურობის განცდას ნულს ქვემოთაც ნუ დაიგდებთ. რაღაცნაირად, ტრაგიკულობამდე სასაცილოა, მინისტრობის დროს რომ ცოცხლად ჭამთ და გადადგომა/გადაყენების შემდეგ რომ ხდებიან თქვენი გამოსარჩლების ობიექტები - ექსმინისტრები და ა.შ.“ - წერს დიანა ლიპარტელიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner