logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე ბათუმში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
- +

27 დეკემბერი. 2021. 22:24

 

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ბათუმში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებს, ჯემალ სურმანიძეს და აკაკი ძნელაძეს, ასევე კულტურის დეპარტამენტის უფროსს, თამარ გუდავას შეხვდა.

 

შეხვედრაზე  სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში საპილოტე სკოლის შექმნის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

„შეხვედრაზე ასევე, განვიხილეთ ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალის ჩატარების დეტალები, რომელიც 2022 წლის ივლისის ბოლოს გაიმართება“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner