logo_geo
eng_logo
ლალი ფაფიაშვილი: ჩვენ დღეს ყველა მივდივართ ბათუმში და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას
- +

2 აგვისტო. 2016. 17:29


 


საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დღეს სასტუმრო Holiday inn-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი ამბობს შეხვედრა მიზნად ისახავდა გაექარწყლებინა მედიაში გავრცელებული აზრი, თითქოს მოსამართლეები   უარს ამბობდნენ მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.




„შეხვედრა მიზნად ისახავდა დიპლომატიური კორპუსისთვის  ინფორმაციის მიწოდებას, რომ თითქოს უარს ვამბობთ მართლმსაჯულების განხორციელებაზე და ვახდენთ სასამართლოს პარალიზებას, ჩვენ ავუხსენით, რომ   ეს ფაქტი სიმართლეს მოკლებულია.   ჩვენ დღეს ყველა მივდივართ ბათუმში და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც პლენუმის ასევე კოლეგიის ფორმატში.

 

დაგეგმილი გვაქვს არაერთი გადაწყვეტილების და შესაბამისი დოკუმენტის გამოცხადება ამიტომ აქ რაიმე არაორდინალური არ ხდება.

 

ის, რომ მოსამართლეებს შეიძლება გარკვეული კითხვები გააჩნდეთ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით  ვფიქრობ, ეს მუშა პროცესია.

 

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ფიზიკურად მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ჩვენ ვცდილობდით, რომ როგორმე სხდომა გადაგვეტანა , რომ მოსარჩელეები არ შეწუხებულიყვნენ და არ გაეწიათ დამატებითი ფინანსური ხარჯები.

 

ჩენ მზად ვართ პლენუმის მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ თარიღზე გადატანილი იქნას სასამართლო განხილვა", - განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner