logo_geo
eng_logo
შვეიცარიის მთავრობა: ან ასიმილირდით, ან წაბრძანდით თქვენს სამშობლოში
- +

2 აგვისტო. 2016. 17:36


 

ან ასიმილირდით, ან წაბრძანდით თქვენს სამშობლოში"-აცხადებს შვეიცარიის მთავრობა. შვეიცარიის მოქალაქეობას ვერ მიიღებენ ისინი, რომლებიც უარს იტყვიან შვეიცარიულ კულტურასთან ასიმილირებაზე.


ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა ბაზელში მცხოვრები 2 მუსლიმი გოგოს (12 და 14 წლის) განაცხადი მოქალაქეობის მიღებაზე, რადგან მათ უარი თქვეს ევლოთ სკოლაში ცურვის გაკვეთილებზე რელიგიური მოტივით: ,, რელიგია გვიკრძალავს ბიჭებთან ერთად ცურვას "

 

მსგავმოთხოვნების შეუსრულებლობა კანონდარღვევაა და შესაბამისად, ასეთი ადამიანები ვერ მიიიღებენ შვეიცარიის მოქალაქეობას", - აცხადებს შვეიცარიის მთავრობა.


ეს შემთხვევა ცალსახად ადასტურებს, რომ ისინი, რომლებიც ვერ ახერხებენ მიყვნენ შვეიცარიული ცხოვრების წეს-ჩვეულებებს, ვერ გახდებიან ქვეყნის მოქალაქეები, იმ შემთხვევაშიც კი,თუ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობენ შვეიცარიაში, ფლობენ გერმანული, ფრანგული, ან იტალიური ენებიდან რომელიმეს და არიან დასაქმებულები.


შვეიცარიაში, ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მუსლიმმა ძმებმა უარი განაცხადეს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მასწავლებისთვის ხელის ჩამორთმევაზე. ეს შემთხვევა გახდა საჯაროდ განხილვადი და მთავრობამ არ დააკმაყოფილა მუსლიმი ძმების მამის მოთხოვნა მოქალაქეობის მიღებაზე.


ცურვის გაკვეთილებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შვეიცარიაში, როცა ოჯახი 1500 დოლარით დააჯარიმეს, რადგან ისინი თავიანთ გოგონას უკრძალავდნენ სიარულს აუზზე.


აღნიშნული საკითხი განხილული იქნა სასამართლოში და მიღებული გადაწყვეტილებით, ცურვის გაკვეთილებზე სიარულის აკრძალვა რელიგიური საბაბით არ ჩაითვლება საპატიოდ.


აშშ-სა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვეიცარიაში, საზოგადოებაში ინტეგრირება ბევრად მნიშვნელოვანი ფაქტორია მოქალაქეობის მისაღებად, ვიდრე ამ ქვეყნის ისტორიის, თუ პოლიტიკის ცოდნა,. მოქალაქეობის მიღების კანდიდატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი ახერხებენ შვეიცარიულ საზოგადოებაში ინტეგრაციას და პატივს სცემენ ადგილობრივ ჩვეულებებსა და ტრადიციებს .




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner