logo_geo
eng_logo
შსს-მ წალკაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
- +

2 აგვისტო. 2016. 17:38




შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ანდრანიკ თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1955 წელს დაბადებული ჰაიკ მ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ თამარიანში დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ანდრანიკ თ.-მ, პირადი კონფლიქტის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ანდრანიკ მ.-ს „ვინჩესტერის" ტიპის სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ანდრანიკ მ., მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ჰაიკ მ.-მ კი, ბრალდებული ანდრანიკ თ.-ს ნათესავი, 1961 წელს დაბადებული სამველ თ. „მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


სამართალდამცველებმა ანდრანიკ თ. და ჰაიკ მ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დააკავეს.


პოლიციამ, ანდრანიკ თ.-ს საცხოვრებელი სახლის და ჰაიკ მ.-ს პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის ორივე იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.


გამოძიება განზრახ მკვლელობის და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-108-ე მუხლებით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner