„სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ველოდებით პასუხს შეკითხვაზე, არის თუ არა თავსებადი პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია საგამოძიებო ფუნქციასთან. ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე უპასუხობაც ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია - ეს ორი ფუნქცია გაიმიჯნოს და ორივე გაძლიერდეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„არის თუ არა სადმე ცივილიზებულ სამყაროში პრეცედენტი, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ითავსებს საგამოძიებო ფუნქციას. თავის დროზე, სანამ ეს ორი ფუნქცია ცალკე გამოვიდოდა და ერთ სისტემაში ჩამოყალიბდებოდა, შეცდომის, ხარვეზის თუ კომპრომისის გამო, პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქცია იყო სახალხო დამცველის კომპეტენციაში. საგამოძიები ფუნქცია, როგორც სხვა ქვეყნებში, მიეკუთვნებოდა პროკურატურას. რამდენად არათავსებადია ეს ორი ფუნქცია, ვფიქრობ, მარტივი იურიდიული ლოგიკიდანაც კარგად ჩანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.