logo_geo
eng_logo
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე საკომიტეტო მოსმენები დაიწყო
- +

28 დეკემბერი. 2021. 11:34

 

საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურების შექმნასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტზე საკომიტეტო მოსმენები დაიწყო. პროექტზე საპროცედურო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.

 

ცვლილებები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. საკითხის საკომიტეტო განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც უმრავლესობის წარმომადგენლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრა დასრულდება.

 

ლონდა თოლორაია უკვე პარლამენტშია და აპირებს, საკომიტეტო განხილვას დაესწროს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner