logo_geo
eng_logo
დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა და მათ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდა
- +

28 დეკემბერი. 2021. 12:05

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავა. მას ბრალად ედება თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია Telegram-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით - „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულისა და ქართული ონლაინტოტალიზატორის ანგარიშზე, ვითომდა, მომსახურების საფასურს - გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner