logo_geo
eng_logo
კასპის ტექნოპარკში „კომლის“ სათემო ფორუმი გაიმართა
- +

28 დეკემბერი. 2021. 14:06

 

კასპის ტექნოპარკში გაიმართა ახალი თანაშექმნის სივრცის „კომლის“" კასპის სათემო ფორუმი.

 

ფორუმის მიზანია, ერთად მოუყაროს თავი ყველა იმ ორგანიზაციას თუ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია მუნიციპალიტეტის განვითარებით.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს „კომლის“ მშენებლობა, რომელიც იქნება თანამონაწილეობრივი. სივრცის ძირითადი ფუნქციებია: თანაშექმნის სივრცე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას, ორგანიზაციებს, მკვლევარებს და არტისტებს სთავაზობს სივრცის გამოყენებას შეხვედრებისათვის, გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტის/ნამუშევრის/წიგნის/კვლევის თანაშექმნისათვის.

 

ფორუმის ფარგლებში კასპის ტექნოპარკმა წარადგინა წლის აქტივობების ანგარიში.

 

კასპის კოლეჯის წარმომადგენელმა პანელური დისკუსიის ფარგლებში, აუდიტორიას გააცნო კოლეჯის მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამები და საქმიანობა. ამასთანავე, ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ხარისხიანი განათლების მიწოდებას მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

 

ფორუმში მონაწილეობდა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე.

 

დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ხარისხიანი განათლების,  ინოვაციების აუცილებლობა. რომ ქვეყნის მომავალს და ამ შემთხვევაში კასპს ტექნოპარკის და პროფესიული კოლეჯის სახით ახალგაზრდებისთვის ბევრის შეთავაზება შეუძლია, მნიშვნელოვანია თანაშექმნის სივრცის „კომლის“ დაფუძნება და განვითარება. კასპის მუნიციპალიტეტის მერია ამ მიმართულებით ყოველთვის გამოხატავს მზაობას და თანადგომას“, - აღნიშნა ზურაბ კოპაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner