„აცრების მოცვა და მაჩვენებელი დეკემბერში უკეთესი გვაქვს. ბოლო 30 დღის განმავლობაში საშუალოდ 10 000-ზე მეტი“, - საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
„ნოემბრის შემდეგ დაწესებულმა წახალისებამ გარკვეული როლი ითამაშა 60 წელს ზემოთ ადამიანების მიმართვიანობაში. დამატებით 114 000 ადამიანი აიცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ.