logo_geo
eng_logo
თურქეთში კოვიდის შემთხვევები რეკორდულ რაოდენობას აღწევს, 10%-ზე მეტი კი „ომიკრონზე“ მოდის
- +

28 დეკემბერი. 2021. 14:35

 

კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობამ ორშაბათს 30%-ით მოიმატა და 26 099 შეადგინა. „როიტერსის" ინფორმაციით, მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ციფრები წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ოფიციალური უწყებები მოსახლეობას „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების შესახებ აფრთხილებენ.

 

თურქეთში ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა დეკემბერში 20 ათასს ქვემოთ იყო.

 

„ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე სხვა ვარიანტები, ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავიკეთოთ „ბუსტერდოზები", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფარეტინ კოჩამ.

 

უქმეებზე, მინისტრის თქმით, შემთხვევების 10%-ზე მეტი „ომიკრონი“ იყო. ახალი ვარიანტის პირველი 6 შემთხვევა თურქეთში 11 დეკემბერს დაფიქსირდა.

 

გასულ კვირას თურქეთში წარმოებულმა ვაქცინა „თურქოვაკმა“ ქვეყნის მარეგულირებლის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიიღო. თურქეთში 129 მილიონზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული, მოსახლეობა „სინოვაკითა“ და „ფაიზერით“ აცრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner