logo_geo
eng_logo
ოზურგეთის ბიუჯეტი 2 700 000 ლარით იზრდება
- +

28 დეკემბერი. 2021. 14:55

 

„როგორც მოგახსენეთ, ოზურგეთის 2022 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული და ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური ამოცანების გადაჭრაზე იქნება მიმართული. 2022 წლის ბიუჯეტი 27 814 000 ლარით განისაზღვრება, რაც გასული წელთან შედარებით, 2 700 000 ლარით მეტია“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ საკრებულოს სხდომაზე,

 

მისი თქმით, საბიუჯეტო რესურსები მაქსიმალურად მორგებულია დაანონსებული 8-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე.

 

„ეს გეგმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას, სპორტულ და რეკრეაციულ პროექტებს, სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, გარემოსდაცვით საკითხებს და დასაქმების ხელშეწყობას მოიცავს. ამ ამოცანების შესრულების მიზნით, ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, რათა დამატებითი დაფინანსების მობილიზება მოხდეს ცენტრალური ფონდებიდან. ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ ახალ საინვესტიციო პროექტებზე, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივები საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს,“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner