logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: ჯანზეა, კარგადაა, წერილებს წერილებზე წერს, მნახველებს მნახველებზე იღებს და როცა დღის წესრიგში დადგა მისი ციხეში გადაყვანა, ეგრევე „თავი წაიქცია“
- +

28 დეკემბერი. 2021. 15:38

 

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ბრეგაძემ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ვერც ვერაფერს დაადასტურებს და ვერც ვერაფერს უარყოფს.

 

„მინისტრია და ცხადია, რომ ასეთი პასუხი უნდა გაეცა, მაგრამ მე გეტყვით პირდაპირ - სააკაშვილი არის მშიშარა და ლაჩარი. მისმა პირადმა ექიმმაც ხომ დაადასტურა, შავფორმიანი ხალხი რომ დაინახა გულის ფრიალი დაეწყოო. გულის ფრიალი კი არ დაეწყო, უბრალოდ მშიშარაა და ამასთანავე, სიმულიანტი. ჯანზეა, კარგადაა, წერილებს წერილებზე წერს, მნახველებს მნახველებზე იღებს და როცა დღის წესრიგში დადგა მისი ციხეში გადაყვანა, ეგრევე „თავი წაიქცია“. აი, ეს არის სიმართლე!“ - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner