logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სხვა გამოსავალი არ დარჩა, სიმულიანტობა, გულყრები, ბარბაცით სიარული
- +

28 დეკემბერი. 2021. 16:16

 

„სხვა გამოსავალი არ დარჩა, სიმულიანტობა, გულყრები, ბარბაცით სიარული მიხეილ სააკაშვილის სცენარის - „გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის“ ერთადერთი ხერხი და საბაბია“, - ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„სააკაშვილმა დარგის სპეციალისტებიც კი გააოგნა...წერილს წერილზე წერს, უფრო სწორად მკაცრ დირექტივებს აძლევს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მნახველი მნახველზე ყავს მათ შორის დედა, შვილი, დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ არაწევრი, ცოლი, ყოფილი, მოქმედი თუ არამოქმედი...საგანგაშო არაფერია, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

გაუტკბა გორის ჰოსპიტალში წოლა, შეიფერა მართლა ავადმყოფის როლი და ახლა როცა აღარ არის მისი იქ ყოფნის საჭიროება და კანონის მოთხოვნით უნდა დააბრუნონ იქ სადაც საჭიროა ხან გული მისდის, ხან კოლაფსში ვარდება, ხანაც...მოკლედ ეს პოლიტიკური აფერისტი ცდილობს, ცდილობს და ვერა და ვერ „დაიავადა" თავი ისე, რომ კანონს გაექცეს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აღიარებით, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს „გიჟის ბილეთს“ უმზადებდნენ, მაგრამ სააკაშვილმა თავად თქვა უარი, არ წარმოუდგენია „ნაციონალური მოძრაობა“ მისი ლიდერობის გარეშე.

 

სხვა გამოსავალი არ დარჩა, სიმულიანტობა, გულყრები, ბარბაცით სიარული მიხეილ სააკაშვილის სცენარის - „გამოუვალი მდგომარეობიდან თავის დაღწევის“ ერთადერთი ხერხი და საბაბია“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner