logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ჩვენი ფილოსოფოსი რაინდი 60 წლისაა - დარბაზი სუნთქავდა ერთობით...
- +

28 დეკემბერი. 2021. 16:45

 

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა, ირაკლი ბათიაშვილის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დარბაზი სუნთქავდა ერთობით...

 

ირაკლი ბათიაშვილი 60 წლისაა! დოკუმენტური ფილმის კადრებმა შორს 9 აპრილში დაგვაბრუნა...

 

ირაკლი, საბჭოთა ტერორის შედეგად,  პრაქტიკულად მკვდარი,  არაჩვეულებრივმა ექიმმა კრიხელმა, გვამებს შორის იპოვა...

 

მერე იყო აფხაზეთის ომი, სადაც ის გმირულად იბრძოდა...

 

მერე, ვერღირსებით აღზევებულთა ცრუ ელიტამ გაასამართლა გმირი „ინტელექტუალური მხარდაჭერის“ მუხლით...

 

ღმერთო, რა გადაიტანე შენ და შენთან ერთად ჩვენ...

 

ჩვენი ფილოსოფოსი რაინდი 60 წლისაა!

 

შენ გაიხარე, ირაკლი, შენს ლამაზ ოჯახთან და სამშობლოსთან ერთად!

 

გვიგულე ძველი გვარდია მუდამ შენს გვერდზე“, - წერს მოროშკინა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner