logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: უკანასკნელი განცხადებებით მარგველაშვილი გუბაზიზაციის გზაზე რამდენიმე საფეხურს ერთბაშად გადაახტა
- +

28 დეკემბერი. 2021. 17:40

 

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„უკანასკნელი განცხადებებით მარგველაშვილი გუბაზიზაციის გზაზე რამდენიმე საფეხურს ერთბაშად გადაახტა და სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ ეს პროცესი ხომ დიდი ხნის დაწყებული აქვს და მასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია!

 

მეტად მტკივნეულია მოქმედი პრეზიდენტის ნაბიჯები… პრეზიდენტის, რომელიც მხოლოდ ქართული საზოგადოების უდიდესი ღირსების, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და შეუპოვარი ბრძოლის შედეგად იქნა არჩეული.

 

იკვეთება, რომ ის სწორედ ამ საზოგადოების განწყობებს და ინტერესებს აცდენილია და აწარმოებს გაუგებარ პოლიტიკურ თამაშებს, რაც არათუ ამცირებს პოლარიზაციას, არამედ პირიქით, რადგან უფრო ამყარებს დაუსჯელობის და უსამართლობის განცდას. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდსულოვნებაში ვერ ჩაგითვლით იმას, რომ თქვენი მაგინებლები, რომლებსაც ჩვენ დავუპირისპირდით თქვენს დასაცავად, დღეს გვერდით დაიყენეთ და მათგან ახლა უკვე საქებარ სიტყვებს ისმენთ! შესაძლოა, მოჩვენებითად მაინც, მათ შეიცვალეს პირადად თქვენს მიმართ პოზიცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ზნე იცვალეს და ჩვენი ქვეყნის მტრები აღარ არიან!

 

ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენს თავს და ბიოგრაფიას თუ არ სცემთ პატივს, გახსოვდეთ განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც მეორე ტურში დაირაზმა და ყველაფერი გადადო იმისთვის, რომ თქვენ პრეზიდენტი გამხდარიყავით!

 

გახსოვდეთ და იმოქმედეთ ხალხის დაკვეთით, უპირველესად ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არა საერთაშორისო ავანსცენაზე კეკლუცობისთვის!

 

თქვენს მიერ წამოწყებული გაუგებარი პროცესით თქვენი მაგინებლების გული შეიძლება მოიგეთ დროებით, მაგრამ დაკარგავთ ყველაზე ძვირფასს - ქართველი ხალხის ნდობას!

 

პატივისცემით, თქვენი მხარდამჭერი“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner