logo_geo
eng_logo
თალიბებმა უცხოური სერიალების ჩვენება აკრძალეს
- +

28 დეკემბერი. 2021. 18:13

 

რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ ავღანეთში ისეთი უცხოური სერიალების ჩვენება აკრძალა, რომლებიც შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება, მათში ქალები ჰიჯაბის გარეშე, ასევე ნებისმიერი სიმღერებია წარმოდგენილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

ამასთან, კულტურის საკითხთა კომისიამ მოდური სამოსით გოგონების ჩვენება რეკლამებშიც კი აკრძალა. ყველა ქალმა ჰიჯაბი უნდა ატაროს.

 

გარდა ამისა, მედიამ უარი უნდა თქვას უცხოური სატელევიზიო შოუებზე, რომლებიც ავღანურ კულტურასა და შარიათის კანონებს ეწინააღმდეგება.

 

კომისიაში აცხადებენ, რომ მედიამ უნდა გაავრცელოს „დაბალანსებული“ ახალი ამბები და არა ჭორები.

 

წყარო https://report.ge/world/talibebma-utskhouri-serialebis-chveneba-akrdzales/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner