„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციასა და საგამოძიებო ფუნქციას შორის არის ინტერესთა კონფლიქტი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„2018 წელს, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაემატა აღნიშნული ფუნქცია, მაშინ სამოქალაქო საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი გამოდიოდა ინიციატივითა და დაჟინებით მოითხოვდა იმას, რომ საგამოძიებო ფუნქცია არ დამატებოდა აღნიშნულ სამსახურს. ახლო როდესაც ეს ფუნქციები იმიჯნება, თითქმის იგივე ადამიანები ამბობენ, რომ ამის გამიჯვნა არ შეიძლება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციასა და საგამოძიებო ფუნქციას შორის არის ინტერესთა კონფლიქტი. ეს სისტემა ინსტიტუციონალურად მოწესრიგებული უდნა იყოს. მათი ერთად ფუნქციონირება რეალურად არ გვაძლევს იმ საჭიროებებს, რომელიც ინსტიტუციური განვითარებით სწორი იქნება ამ სამსახურის სწორი ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებს გივი მიქანაძე.