logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: დაჯილდოების ცერემონია რომ დაიწყო, ირგლივ სისხლის სუნი ტრიალებდა...
- +

2 აგვისტო. 2016. 18:26



„რუსთაველის გამზირი მეხანძრეებს ახალი გაწმენდილი ჰქონდათ, დაჯილდოების ცერემონია რომ დაიწყო. ირგლივ სისხლის სუნი ტრიალებდა. წითელი ხალიჩიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ორი ცხედარი იყო შემოდებული", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს და აქვე ვიდეოს ავრცელებს.

 

აი, ეს არის ის კადრები, ხუთი წელი რომ ვეძებდი - კვირას, 31 ივლისს "ობიექტივის" ეთერში, გადაცემა "მემკვიდრეობაში" გავიდა და ჩვენი ტელევიზიის მაყურებელმა უკვე ნახა. ახლა აქ, ჩემს გვერდზე თქვენც შეგიძლიათ უყუროთ.

 

კიდევ ერთხელ გთხოვთ, თქვენს პოზიციას უცენზურო სიტყვებით ნუ გამოხატავთ, რამდენადაც არ უნდა იმსახურებდეს ამას ადრესატი. წინასწარ მადლობას გიხდით", - წერს მიქიაშვილი.

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner