logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: ინტერნეტიზაციის პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, „ოუფენ ნეტი“ კომუნიკაციების კომისიასთან ერთად ახორციელებს
- +

28 დეკემბერი. 2021. 18:49

 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის შესახებ ისაუბრა. კახა ბექაურმა 2020 წელს პროექტის - „Log in Georgia” ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები და მიღებული შედეგები შეაჯამა.

 

„საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, 2020 წელს მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. როგორც იცით, პროექტს Log in Georgia კომუნიკაციების კომისია „ოუფენ ნეტთან“ ერთად ახორციელებს, რომლის შედეგადაც, საქართველოს 1000 სოფლის ნახევარ მილიონ მოქალაქეს მაღალი ხარისხის ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომა ექნება. მნიშვნელოვანია ის კომპონენტი, რომელზეც კომუნიკაციების კომისია ასევე მომხმარებლისთვის სერვისების გამოყენების მიმართულებით მუშაობს. კომუნიკაციების კომისია მოქალაქეებს სპეციალური ტრენინგპროგრამებით დაეხმარება განივითარონ ციფრული უნარ-ჩვევები და შეძლონ სახელმწიფოს სხვადასხვა ელექტრონული სერვისით სარგებლობა, მათ შორის - ჯანდაცვის, ელექტრონული კომერციის, ფინანსური სერვისების, მეწარმეობის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა კახა ბექაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner