logo_geo
eng_logo
კახა ბექაური: MVNO რეგულაციას გავაუქმებთ იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკულად დაიწყებს ფუნქციონირებას MVNO ოპერატორი და ის არ იქნება ქსელის ოპერატორთან აფილირებული
- +

28 დეკემბერი. 2021. 21:59

 

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, დიდი ტელეკომ ოპერატორების კითხვებსაც უპასუხა. კომპანიების წარმოაშობინებს კითხვაზე, გააუქმებს თუ არა კომისია მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო რეგულაციას , კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ წინასწარი რეგულირების გაუქმება იმ შემთხვევაში მოხდება , თუ MVNO-ს მსურველებს დიდი ოპერატორები ხელს არ შეუცლიან და კომერციული პირობებით დაუშვებენ თავის ქსელზე . დაშვებასთან ერთად აუცილებელია წინაპირობაა , რომ MVNO ოპერატორმა დაიწყოს ბაზარზე ფუნქციონირება და ის არ იყოს აფილირებული ქსელის ოპერატორთან.

 

„MVNO რეგულაციას გავაუქმებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან შეიქმნება, ერთი კარგი პრეცედენტი რომელიც , პრაქტიკულად დაიწყებს ფუნქციონირებას და ეს ბენეფიციარები არ იქნება ქსელის ოპერატორის ბენეფიციარებთან აფილირებული. თუ მოხდება ასეთი ოპერატორის დაშვება, ხელშეკრულების გაფორმება და პრაქტიკული საქმიანობის დაწყება, რაც ნიშნავს იმას, რომ სერვისების მიწოდება უნდა დაიწყოს ვირტუალურმა ოპერატორმა, იქნება საკმარისი იმისისთვის, რომ დავაინიციიროთ წინასწარი რეგულირების გაუქმებს საკითხი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია ამას თავმჯდომარე ვერ გეტყვით, იცით, რომ კოლეგიალური ორგანოა და ხუთმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე ჩვეულებრივი ერთი ხმა მაქვს ისე როგორც კომისიის ყველა წევრს, მაგრამ შეთანხმება ამისი გვაქვს, რომ ჩვენ ამ საკითხს ასეთი მოცემულობის შემთხვევაში დავაინფიცირებთ. რა თქმა უნდა იქ სხვა საკითხებიც უნდა არსებობდეს თუ რა მდგომარეობაა ბაზარზე და აშ, თუმცა მგონია, რომ პრეცედენტის შექმნის შემთხვევაში, ბაზარზე შეიქმნება ის მოცემულობაც, რომ შეიძლება განვიხილოთ წინასწარი, სავალდებულო რეგულაციის გაუქმება“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner