logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ყველაზე საპასუხისმგებლოა იყო ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი
- +

2 აგვისტო. 2016. 18:40

 

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაზე საპასუხისმგებლოა იყო ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. წულუკიანმა განაცხადა, რომ იზორიას ექნება იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა და წარმატებები უსურვა მას ქვეყნის გამთლიანების გზაზე.


 

„როდესაც ვსაუბრობთ ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრის დანიშვნაზე, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და აქედან გამომდინარე, ყველას ვალია ასეთ მინისტრს მხოლოდ და მხოლოდ წარმატება უსურვოს. თავდაცვის მინისტრს ექნება იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა, რათა თავდაცვის სამინისტროს და თითოეული ჯარისკაცის გამარჯვება და წარმატება იყოს ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის გამარჯვება, რომლის ფარგლებშიც უნდა ვაწარმოოთ გონივრული პოლიტიკა, როგორც თავად მინისტრმაც თქვა, ჯანსაღი აზრის პოლიტიკა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას მშვიდობიანი გზით", - განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner